ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსი 91" ენერგოეფექტურობის ირგვლივ
დისკუსიის გაძლიერების მიზნით ნაშრომების კონკურსს აცხადებს.
ორგანიზაციის წარმოადგენლების ინფორმაციით, პროექტის სახელწოდებით
“ენერგომეგობრობა“ ფარგლებში, ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის სფეროში
გამოცდილების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საზოგადოების
ინფორმირების გზით, ცდილობს ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურობის დანერგვის
პროცესებში საზოგადოების ჩართვას.
"სწორედ ამ მიზნით,
ენერგოეფექტურობის თემაზე დისკუსიის გაძლიერებისთვის ვაცხადებთ
ნაშრომების კონკურსს. სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოგზავნოს
სიუჟეტი, სტატია, ესსე, თარგმანი ან კრიტიკა ენერგოეფექტურობის
თემაზე. მოახდინოთ საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა, ცენტრალური
ან ადგილობრივი ხელისუფლების ენერგოეფექტურობის პოლიტიკის
ანალიზი", - ამბობს ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსი 91"
წარმომადგნელი, ანა შალიკიანი.
მისი თქმით, კონკურსის ფარგლებში შერჩეული 6 საუკეთესო ნაშრომი
გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე:
www.letstalk.ge და ორგანიზაციის ფეისბუქ
გვერდზე. ხოლო ავტორები გაწეული შრომისთვის მიიღებენ 150 ლარის
ოდენობით ფულად ანაზღაურებას.
ენერგოეფექტურობის თემაზე ნაშრომების გამგზავნა მსურველებს მიმდინარე
წლის 20 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ზე
შეუძლიათ.
"იმპულსი 91" ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი
საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერას ცდილობს.
ენერგოეფექტურობა განიხილება როგორც მოხმარებული ენერგიის შემცირება
მოცემული მომსახურებისთვის გათბობა, განათება, ა.შ.ენერგოეფექტურობა
უფრო ფართო ცნებაა: ის მოიცავს ყველა ცვლილებას, რომელიც გულისხმობს
მოხმარებული ენერგიის რაოდენობის შემცირებას.ის ასოცირდება ეკონომიკურ
ეფექტურობასთან და მოიცავს ტექნოლოგიურ, ქცევით და ეკონომიკურ
ცვლილებებს.
მასალის გამოყენების პირობები