გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ამინდი გაუარესდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და საღამოს საათებში იწვიმებს.
"9 ოქტომბერს საღამოს ველოდებით გაწვიმებას, ტემპერატურა დაიკლებს 17
გრადუსამდე, ასევე, წვიმა და ელჭექია ნავარაუდები 10 ოქტომბერსაც", -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, 11-12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
წვიმა შესუსტდება და შესაძლოა მცირე დროით გამოიდაროს. თუმცა,
13 სექტებრიდან ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები