ახალი ამბები
"საფრთხეს წარმოადგენს" - ქუთაისის ცენტრალურ უბანში შენობიდან ბათქაში და აგურები ცვივა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ უბანში, ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის შენობიდან, რომლესაც  ქალაქში ე.წ. ქაჯაიას შენობით იცნობენ, ბათქაში, აგურები და ფანჯრის მინები ცვივა.

მოქალაქეების თქმით, შენობასთან გავლა საშიშროებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ადგილობრივებს ის გაუსაძლისი ანტისანიტარია აწუხებთ, რაც შენობის შიგნით არსებობს.

"ვერ გეტყვით, რომ დამცემოდა, მომკლავდა თუ არა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენობამ დაშლა დაიწყო და საფრთხეს წარმოადგენს. ესაა ნაგავსაყრელი ქალაქის ცენტრში," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თამარ მალაშხია.

"ქალაქში კი არა სოფელში არაა ასეთი ანტისანიტარია. სად გვავცხოვრებენ, ეს რა ხდება ამ ქალაქში. პატრონი გვყავს ვინმე? ასე მიგდებულად, სიბუნძურეში როდემდე უნდა ვიყოთ," - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, დარეჯან ბებიაშვილი.



ამჟამად, შენობის მარცხენა მხარეზე, ერთ-ერთი ოთახი, რომელიც საპირფარეშოდაა ქცეული, ნარჩენებითაა სავსე.



ნაგებობის ცენტრალური შესასვლელი კი სამშენებლო ნარჩენებიანი პოლიეთილენის პარკებითაა გაჭედილი, რის გამოც კარი საგანგებოდ ბოქლომითაა დაკეტილი.



ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩაზე არსებული ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის შენობას ბოლო 20 წლის მანძილზე რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის ამონაწერით ირკვევა, რომ მისი მაჟამინდელი მესაკუთრე შპს "ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიაა". კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვია.

დაიწყება თუ არა შენობის რეკონსტრუქცია, ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით კომპანიას მივწერეთ. მათ პასუხს მკითხველს წერილის მიღებისთანავე მივაწვდით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.