ქუთაისის მერია, 1 ოქტომბერს 12:00 საათზე უსახლკაროებს
სოციალური საცხოვრსის გასაღებს გადასცემს.
ბინების მისაღებად მერიამ მიმდინარე წელს კონკურსი
გამოცხადდა. ქალაქი ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით,
საკონსკურსო კომისიაში 300-ზე მეტი ბენეფიციარის განაცხადი შევიდა,
რომელთაგან 51-ს მერიამ უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათ სახელზე
ქონება რეგისტრირდებოდა. ბინის მიღების მსურველთაგან კი 260
ბენეფიციარი იმ სიაში ჩაისვა, რომლებსაც ნიკეას ქუჩაზე არსებულ
სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღების შანსი აქვს.
კოტე ქავთარაძის თქმით, კომისიამ ბენეფიციართა შერჩევის დროს
კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. პრიორიტეტი მიენიჭა მათ,
ვისაც ამ მომენტში თავშესფარი არ აქვს, ასევე, შშმ პირებსა და
სოციალურად უკიდურესად შეჭირვებულებს.
ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი
ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი
ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება
მოხდა.
როგორ ცხოვრობენ საცხოვრებელი პირობების მომლოდინე ოჯახები ძველ და
ამორტიზებულ შენობებში,
ნახეთ სიუჟეტი:
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ
ქუთაისში
სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები