ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან სამი წელიწადში მაღალი პრემია ზესტაფონის და ხარაგაულის გამგებლებმა მიიღეს
FaceBook
"პრემიის გაცემა არის კანონიერი. ამის მორალური და კანონიერი უფლებაც მქონდა. არც ძალიან ბევრია იმ შრომის ფონზე, რასაც ჩვენ ვეწეოდით ხარაგაულში."

ეს ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად პარლამენტარმა, კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომელიც იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შორის ერთ-ერთია, ვისაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას ყველაზე მაღალი პრემია აქვს მიღებული.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წელს კობა ლურსმანაშვილმა პრემია სულ სამჯერ მიიღო, რაც 7 950 ლარს შეადგენს.

ის გამგებლის თანამდებობას 2016 წლის 9 აგვისტომდე იკავებდა. ამავე წლის იანვრიდან აგვისტომდე მან ხელფასის სახით 18 694 ლარი მიიღო.

კობა ლუსრმანაშვილი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ხარაგაულში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო პრემიის მიღებას მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია და ადგილობრივების დამოკიდებულება მის მიმართ არ შეცვლილა.

"ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, ხალხი როგორ აფასებდა მოვლენებს ხარაგაულში. აქედან, გამომდინარე, კარგია რომ ასეთ თემებს უბრუნდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ხარაგაულის მოსახლეობისთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. მათ კარგად იციან როგორ ვცხოვრობდი, როგორ ვცხოვრობ და იციან, რომ ვარ მათ გვერდით," - განმარტავს ჩვენთან საუბარში კობა ლუსრმანშვილი.

ხარაგაულის  ყოფილი გამგებლის მსგავსად, 7 950 ლარის ოდენობის პრემია მიიღო 2015 წელს ზეტაფონის გამგებელმა, ტარიელ თუთარაშვილმაც. ის ამბობს, რომ თანხა განსაკუთრებულად კარგი სამუშაოების შესრულებისთვის მიიღო.

"ზესტაფონში არა მარტო იმ წელს, ყოველ წელს განსაკუთრებულად კარგი სამუშაოები სრულდება. პრემია არის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით და ეს იყო კვარტალური შედეგების მიხედვით, ანუ ჩვენ ბიუჯეტს ყოველწლიურად ვასრულებდით წარმატებით," - ამბობს ზესტაფონის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი.

რა რაოდენობის ხელფასი და პრემია მიიღეს 2014-2017 წლებში იმერეთის გამგებლებმა ქუთაისიპოსტმა თითოეულ მუნიციპალიტეტს წერილობით მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მიმართა.

საანგარიშოდ 2014 წლის 15 ივნისიდან (თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი) 2017 წლის 15 ივლისამდე პერიოდი ავიღეთ. მუნიციპალიტეტების გამგებლები სწორედ ამ დროიდან შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას.

მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისიპოსტმა ინფოგრაფიკა მოამზადა.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც 2014-2017 წლებში თანამდებობის პირებზე პრემია და დანამატი საერთოდ არ გაცემულა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.