ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ მუხურაში, ასწლოვან
მარადმწვანე
ბზას საფრთხე აღარ ემუქრება.
აღნიშნულის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" საქართველოს გარემოს დაცვის
სამინისტროში განუმარტეს. უწყების ინფორმაციით, სოფელ
მუხურაში ტყის შეწამვლის მესამე ეტაპი 20 სექტემბერს
განხორციელდა.
"მესამედ შეიწამლა მცენარეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბზა აღარ
განადგურდება," - განმარტავენ უწყების პრესსამსახურში.
ტყიბულში მოსახლეობა პეპლების შემოსევას მიმდინარე წლის ზაფხულში
უჩიოდა. მავნებელი მწერის ბზის ალურას შესევის შედეგად,
მუნიციპალიტეტში ბზა და სხვადასხვა მცენარეები ნადგურდებოდა.
საშიში მავნებელი ბზის ალურა, საქართველოში, კერძოდ, გურიის რეგიონში
2014 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს კი, აღნიშნულმა მავნებლებმა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე "კოლხური ბზის" დიდი ნაწილი
გაანადგურა.
ამავე
თემაზე:
"ძალიან დიდი საფრთხეა" - ტყიბულში მოსახლეობა
მავნებელი მწერის შემოსევას უჩივის
მასალის გამოყენების პირობები