ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები შესაძლოა კერძო საკუთრებაში
არსებულ ობიექტში გადაიყვანონ.
ამის შესახებ, ტყიბულის განათლების რესურსცენტრში აცხადებენ.
"ეს არის ყოფილი სკოლის შენობა, რომელიც ამჟამად კერძო საკუთრებაა,
მისმა მეპატრონემ თავიდან თანხა მოითხოვა, შემდეგ
განუმარტავს, რომ უსასყიდლოდ შეუშვებს ბავშვებს," - ამბობს ტყიბულის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაია.
მისივე ინფორმაციით, ობიექტი, სადაც მოსწავლეების გადაყვანა
განიხილება, #3 საჯარო სკოლის ყოფილი შენობაა, რომლის გამოყენებაშიც
მისმა მეპატრონებ ქირის სახით ყოველთვიურად 5 ათასი ლარი
მოითხოვა.
"ისედაც უჭირს სახელმწიფოს სკოლების შენახვა და ეს თანხა ძალიან
ძვირია. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ უსასყიდლოდ გვათხოვებს. ეს საუბარი
მას მშობლებთან ჰქონია, თუმცა, ჩვენ ზეპირი სიტყვის საფუძველზე ვერ
შევიყვანთ ბავშვებს შენობაში, ამიტომ გადავუგზავნეთ მას ინფორმაცია,
რომ ოფიციალურად მოგვწეროს ამის შესახებ, რის შემდეგაც მოხდება
სასწავლო პროცესის იმ ობიექტში გაგრძელება,"- აცხადებს კორძაია.
#2- ე საჯარო სკოლის დირექტორის მეგი ქათამაძის თქმით, სკოლის 119
მოსწავლე ახალ შენობაში გადასვლისთანავე პირველი ცვლის სააგაკვეთოლო
პროცესს დაუბრუნდება.
"ამ იმედით არიან მშობლები, რომ მალე მოხდება ახალ ობიექტში გადასვლა
და ამიტომ დასწრებაც უკეთესია საგაკვეთილო პროცესზე," - ამბობს სკოლის
დირექტორი მეგი ქათამაძე.
ამ ეტაპზე ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები
პირველ საჯარო სკოლაში, 15 :00 საათზე ეწყებათ. მეგი ქათამაძის თქმით,
გაკვეთილებს პროტეტის მიუხედავად მოსწვალეების ნაევარი ესწრება.
ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს მშობლების
პროტესტით დაიწყო. ისინი სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას და
პირველ ცვლაში საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას ითხოვდნენ.
სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად
გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია და
მოსწავლეების გადანაწილება პირველ საჯარო სკოლაში მოხდა, სადაც
მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით
ადრე გააგებინეს, რომ სწავლა დღის სამი საათიდან რვა საათამდე
მოუწევდათ.
ამავე
თემაზე:
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით
დაიწყო
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად
ალტერნატიული ფართს ეძებენ
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მშობლების და
მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები