ახალი ამბები
მძღოლები ქუთაისში მიმდინარე სატრანსპორტო კონკურსზე - ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ფული აქვს
FaceBook
ქუთაისის მერიაში საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიბელთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მერიაში შექმნილმა 8 წევრინმა სპეციალურმა კომისიამ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო.

აღნიშნულ პროცესს  მერიის შესასვლელში დამონტაჟებული მონიტორის მეშვებით თავად კონკურსში მონაწილეებიც უყურებენ.
"ეს რა წესია, პატარა ოთახში რომ დაგვიდგეს 3/4-ზე ფორმატის მონიტორი. ან აქედან რა გამოჩნდება. არაფერი გამჭვირვალე არ არის კონკურსი", - ამბობს კონკურსში მონაწილე გელა ხელაძე.
"წლებია ვმუშაობ ამ სფეროში. ტრანსპორტიც გამართული მყვას. მაგრამ ალბთ ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ფულ აქვს და ნანათხოვარი ტრანსპორტით არის მოსული", - ასე აფასებს კონკურსში მონაწილე კიდევ ერთი მძღოლი, დურმიშხან ტურაბელიძე. მისი თქმით, მან განაცხადი #6 მიკროსაავტუბუსო ხაზზე შეიტანა.
"შიგნით ვინ ზის კაცმა არ იცის, მხოლოდ ქალაქი მერი ვიცანი და კიდევ ერთი. სხვები არ ვიცი ვინ არიან. გამჭვირვალე რომ იყოს შიგნით ვიქნებოდით ჩვენც", - განმარტავს გიორგი ჯიშკარიანი.
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფობელებს დღესვე გამოავლენს.
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.