"ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატი
და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, გოგი წულაია ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების
გასაპროტესტებლად აქციებს პარლამენტის შენობასთან აანონსებს.
ის ამბობს, რომ აქციებს 20 სექტემბრიდან დაიწყებს. გოგი წულაიას
განმარტებით, მათ მიმდინარე წლის აგვისტოში გაზის ტარიფის გაძვირებაზე
ხელმოწერებიც შეაგროვეს და დღეისთვის დაახლოებით 700-800 ხელმოწერა
აქვთ.
"დამამცირებელი ფაქტია, როცა რეგიონებს გაზის ტარიფს 11-12 თეთრით
უძვირებენ და თბილისს 0.05-ით, რადგან მანდ რეიტინგის დაწევა არ უნდა.
ეს არის ტრაგედია. მოვითხოვთ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან
შეხვედრას", - აცხადებს "ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის"
ქუთაისის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია.
იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს
20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის
ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ
მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა. შეცვლილი
ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირება ათამდე ადამიანმა
გააპროტესტა
20
ივლისიდან იმერეთის აბონენტებს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის
გადახდა მოუწევთ
მასალის გამოყენების პირობები