გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ უნივერსიტეტის დაცვამ შენობაში
გადაადგილება აუკრძალა, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.
სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლის შედეგად
სამი სტუდენტი დაშავდა. უნივერსიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფი გამოიძახეს. როგორც სტუდენტები ყვებიან, დაცვის თანამშრომლებთან
ერთად, უნივერსიტეტის შენობაში იყვნენ არაუფლებამოსილი პირები,
რომლებიც სტუდენტებთან დაპირისპირებაში შევიდნენ.
ამ დროისთვის, უნივერსიტეტში მშვიდი ვითარებაა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დილიდან
განახლდა.
პროტესტი გრძელდება შენობის გარეთაც. სტუდენტების
ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ეზოში გაათენა.
მასალის გამოყენების პირობები