პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს,
12 საათზე შეიკრიბება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ
პროცედურებზე, რომელიც დეპუტატებმა პირველ სხდომაზე უნდა გაიარონ.
პაპუაშვილის თქმით, სხდომას უხუცესი დეპუტატი ლადო
კახაძე წარუძღვება. პირველ საკითხად განიხილება 150 დეპუტატის
უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ფრაქციები,
აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და მოადგილეებს. შემდეგი საკითხი
იქნება კომიტეტების ჩამოყალიბება და მათი თავმჯდომარეების
არჩევა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის
არჩევაზე და თქვა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს მომავალ
სასესიო კვირაში დაასახელებს. სასესიო კვირაში პარლამენტი ნდობას
გამოუცხადებს მთავრობასაც.
მასალის გამოყენების პირობები