ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება (R)
FaceBook
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლენტეხის მერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება.

ის მხარდამჭერებს მერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

როგორც ლიპარტელიანმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, უმუშევრობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას გეგმავს.

„ლენტეხის რაიონში უამრავი პრობლემაა. მინდა, რომ ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, ხალხთან ერთად აღმოვფხვრა. მოსახლეობის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს
კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული
ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
13:29 / 08.04.2025
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
მთავრობის ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ორ უწყებად
ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
12:25 / 08.04.2025
მთავრობის ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.