ახალი ამბები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ
FaceBook
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ ისე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე.

ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში. 


ამავე თემაზე:

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ქუთაისის #59 საოლქო კომისია არჩევნებისთვის 56 387 ლარს მიიღებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.