ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები გარევაჭრობის აღმოფხვრელად იბრძვიან. თუმცა, აღნიშნა, რომ გარევაჭრობა არ არის კრიმინალი. რომ მის აღმოსაფხვერლად უკიდურესი ზომები მიიღონ.
"გარევაჭრობა არის იქ სადაც არის ვაჭრობა. ჩვენ ვებრძვით მათ და ამის გამო გვსურს რაც შეიძლება მეტი მარკეტები აშენდეს. მართალია, ჩვენ ვერ დავაძალებთ ვინმეს რომ მაღაზია გახნას. უბრალოდ, ხელს შევუწყობთ ამ საქმეში ადამიანებს", - განმარტა ქუთაისის მერმა ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შევედრაზე.
ქუთაისში გარემოვაჭრეები ძირითადად ფალიაშვილის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე არიან.
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა
ფოტოკოლაჟებად წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები