პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის
გოგი წულაიას თქმით, ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის ქუთაისის
მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი თავად იქნება,
თუმცა საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი არაა.
"ჯერჯერობით ეს ასეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში
იქნება გაცხადებული. იქნებ ვინმე ჩემზე მეტი გამოცდილების მოვიდეს.
ვარსკვლავი ხომ არ ვარ," - აღნიშნა გოგი წულაიამ ჩვენთან
საუბარში.
პოლიტიკური პარტიები "დემოკრატიული მოძრაობა" და "თავისუფალი
საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის
მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის
ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები