ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო
FaceBook

ქუთაისში მცხოვრებმა ოთარ ხმელიძემ შიმშილობა დაიწყო.


ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათალ ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.

"ერთი თვე ვერ გადავიხადე, თუმცა მერე ის გავასწორე. ჯარიმა და თანხაც გადავიხადე. რომ მივედი თანხის გადასახდელად, ვუთხარი 10 დღე გადავაცილე და ამის ჯარიმაც მიტანილი მქონდა. კრედიტ ოფიცერმა კი მითხრა ეს უკვე პრობლემურს გადაცემულიაო და ჯარიმის გადახდის საშუალება არ მომცეს. მემატებოდა ჯარიმები", - ამბობს ოთარ ხმელიძე.

მისი თქმით, აღნიშნული ბანკიდან 17 500 ლარი შარშან აგვისტოში გამოიტანა. აქედან ექვსი თვის განმავლობაში მან 3 600 ლარი დაფარა. ძირ თანხაზე კი 800 ლარია მოკლებული. ორ თვე ნახევარში კი ჯარიმა 22 ათასი ლარი დაერიცხა.

ახალგაზრდა მამაკაცს სხვა იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ერიცხება.

აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და შესთავაზა სხვადასხვა გზა სესხის დროულად დაფარვის. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.