ქუთაისში მოსახლეობას 28-30 ივნისს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის
სერვისცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, წყალი 28 ივნისს 12:00
საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისს დილის 10:00 საათიდან
საღამოს 20:00 საათამდე შეწყდება.
"28 ივნისს დაგეგმილია სარებილიტაციო სამუშაობი, 30 ივნისს კი წყლის
რეზერვუარების გარეცხვა მოხდება, რის გამოც წყლის მიწოდება მთელს
ქალაქს შეუწყდება", - განმარტავენ წყალმომარაგების
კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები