ქუთაისში თვითნებურად გაანხლებული გარევაჭრობის გამო არავინ
დაუჯარიმებიათ.
"შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 23 მაისამდე საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ,
ქუთაისში გარე ვაჭრობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ
დაფიქსირებულა", - ნათქვამია შსს-დან ქუთაისიპოსტისთვის
გამოგზავნილ წერილში.
ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, მიმდინარე წლის 24
აპრილს ე.წ. კეჩის ბაზრობაზე არსებული მაგიდების დემონტაჟი
განახორციელეს. თუმცა, მასშტაბური აკრძალვიდან რამდენიმე დღეში
გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს.
მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განმგვიმარტეს, რომ
მოვაჭრეებისთვის გარეთ დახლების გატანის უფლება მათ არ მიუციათ.
"ყოველდღიურად ვაფრთხილებთ, რომ გარევაჭრობა აკრძალულია, რადგან
მერიას არა აქვს უფლება რომ დააჯარიმოს ეს ხალხი," - განმარტავდნენ
მერიაში. ხოლო დაჯარიმების უფლება საპატრულო პოლიციას ქონდა, რომელსაც
მერია
დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს საპატრულო პოლიციას
გადასცემდნენ და ისინი დაჯარიმდებოდნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი
მიმდინარეობს
გარემოვაჭრეთა დახლებს ქუთაისის ცენტრალურ
ბაზართანაც აიღებენ
გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა (ვიდეო)
"დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადავცემთ"
- ქუთაისის მერია
როგორ გამოიყურება ქუთაისში ჭავჭავაძის
გამზირი გარემოვაჭრეების დახლების აღების შემდეგ (ფოტო)
ქუთაისში გარემოვაჭრეების სანიტარული კონტროლი არ
ხორციელდება
რა პირობებში ყიდიან დაკლულ ქათმებს
ქუთაისში - ვიდეო უკომენტაროდ
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა
გარემოვაჭრე დაჯარიმებას გადაარჩინა
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები