ახალი ამბები
„დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება“ - გოგი წულაია ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს თანამშრომლების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ბადრი ვაშაკიძეს პროკურატურაში ხელწერილიც აქვს დაწერილი.

"დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება. მაქვს დადასტურებული ინფრომაცია, რომ პროკურატურაშიც დააწერინეს ხელწერილი, რომ კაცს არ მოკლავს",-ამბობს გოგი წუალია.

ბრალდებას უარყოფს თავად ბადრი ვაშაკიძე და წულაიას პირადი მოტივით ზეწოლაში ადანაშაულებს.

"რად მინდა უჯრაში დანა. მე კარატისტი ვარ და შიშველი ხელებით შემიძლია მოვკლა კაცი. პროვოკატორია ეს ადამიანი უბრალოდ. პირიქით, მაგის დეიდაშვილი, ანა ლეჟავა, რომელიც ჩემი თანამშრომელია, პროკურატურაშია დაბარებული დოკუმენტების გაყალბების გამო და წულაია ახლა ამ ფორმით ცდილობს ჩემზე ზეგავლენის მოხდენას", - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის თქმით, მან თავისი ბუღალტერი დოკუმენტების გაყალბებაში თავად ამხილა.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია, განათლების რესურსცენტრის დირექტორს, ბადრი ვაშაკიძეს სამსახურებრივი  გულგრილობის მოტივით დაუპირისპირდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.