ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წელი აღნიშნეს.
სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისის მერიის და იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებთან ერთად,
გვირგვინებით შეამკეს.
სამამულო ომში იბრძოდა 93 წლის ოთარ ნიქაბაძე, მისი თქმით, 9 მაისი
მისთვის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ წელს დიდი სიხარულით
ხვდება.
"ეს იყო დიდი დღე, როცა ერთმანეთს ვულოცავდით, გვიხაროდა, ვეხვეოდით,
ვკოცნიდით. ვიხსენებთ ყოველ წელს იმ დღეს, როცა ფაშიმზე გავიმარჯვეთ,"
- ამბობს სამამულო ომის ვეტერანი, ოთარ ნიქაბაძე.
9 მაისის აღსანიშნავად ქუთაისის მერიამ ქალაქში მცხოვრებ ომის 30
ვეტერანს 1000-1000 ლარის ოდენობის თანხა საჩუქრად გადასცა.
"ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ფაშიზმზე გამარჯვება. ჩვენი
მოვალეობაა ყოველწლიურად ღირსეულად ავღნიშნოთ ეს დღე. მოვეფეროთ,
დავუფასოთ ის, რაც მათ მთელი მსოფლიოსთვის გააკეთეს", - განმარტა
ქუთაის მერმა, შოთა მურღულიამ.
იმერეთის რეგიონში 142 სამამულო ომის ვეტერანი ცხოვრობს, რომლებასაც
ასევე, ფულადი საჩუქრები გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები