გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 9 მაისს წვიმა და
ელჭექია მოსალოდნელი. თუმცა, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისს ქუთაისში
გამოიდარებს.
"10 მაისს საღამოს, შესაძლოა, კვლავ ამინდი გაურესდეს. უნდა ველოდოთ
ძლიერ წვიმას და ელჭექსაც. ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება. ცივი ჰაერის
მასების შემოსვლა არის მოსალოდნელი 11 მაისსაც", - ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 12 მაისს გამოიდარებს
და ტემპერატურა 20-30 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები