ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, კომპანია smk-- ს მუშაობით
უკმაყოფილება გამოთქვა და მათი მენეჯმენტის კიდევ ერთხელ შეცვლა
არ გამორიცხა.
ქალაქის მერის თქმით, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელი კომპანია დაზიანებული გზების აღდგენას აჭიანურებს, რის
გამოც, შესაძლოა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მენეჯმენტის შეცვლა
მოითხოვოს.
"ერთხელ უკვე შეიცვალა მენეჯმენტი და შესაძლოა, კიდევ ერთხელ
შეიცვალოს. რამდენიმე ადგილია ქალაქში, სადაც აგვიანებენ მათ მიერ
გაჭრილი გზების ჩაგებას. მესმის, რომ ეს შესაძლოა,
საზოგადოებისთვის არ იყოს დამშვიდების საშუალება, მაგრამ ეს
ჩვენთვის არის ბერკეტი პრობლემის მოსაგვარებლად",-განაცხდა შოთა
მურღულიამ.
კომპანია smk ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას გასული წლიდან
ახორციელებს.
კომპანიის მუშაობით უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ, რომლის კონტრაქტორიცაა smk.
მოგვიანებით, კი smk-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა
შეიცვალა.
კომპანიას თითქმის ერთი წელი დასჭირდა წყლის სისტემის
შესაცვლელად და გზის საფარის აღსადგენად
ასათიანის ქუჩაზე.
ამავე
თემაზე:
ინფრასტრუქტურის
მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა
(ვიდეო)
გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია
ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)
"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის
სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები