"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით ქუთაისში მდინარე რიონის დონე დაიწევს.
წყლის დონის დაწევა 3 დღის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების გუმათი I, გუმათი II-სა და რიონის წყალსაცავების გეგმური გარეცხვის გამო მოხდება. ამ პერიოდში, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით, რაც შეთანხმებულია ყველა შესაბამის ორგანოსთან და არ გამოიწვევს ელექტროენერგიის გათიშვას.
"ენერგო–პრო ჯორჯია" აცხადებენ, რომ
კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები