ახალი ამბები
საქართველოში "სტარბაქსი" შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება
FaceBook
მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის.

ინფორმაციას რადიო "ფორტუნა" ავრცელებს.

"თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება.

პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება.

საინტერესოა, რომ საინვესტიციო ვალდებულებაში ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმის გაკეთებაც იგეგმება. მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ინვესტორის მხრიდან ქარხნის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის და მშნებლობის ვადებზე საუბარიც ნაადრევია", - ნათქვამია რადიო "ფორტუნას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Starbucks Corporation-ის სათაო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს.

1971 წელს ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბოლდუინმა, ისტორიის მასწავლებელმა ზევ ზიგალმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა გადაწყვიტეს მარცვლის ყავის გაყიდვისთვის მიეყოთ ხელი და სიეტლში მაღაზია გახსნეს.

დღეისათვის „სტარბაქსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი“ 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

წყარო: რადიო "ფორტუნა"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.