ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი გაზაფხულის გრაფიკზე გადაერთო, რომლის
შედეგადაც მათი მუშაობა ნახევარი საათით გახანგრძლივდა.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსები
7:00 საათზე დაიწყებენ მუშაობას და მგზავრებს ღამის 23:00
საათამდე მოემსახურებიან. აქამდე ისინი, ზამთრის გრაფიკის მიხედვით,
მუშაობას 22:00 საათზე
ასრულებდნენ.
რაც შეეხება საქალაქო ავტობუსებს, მათი გრაფიკში ცვლილებები არ
შესულა.
ავტობუსები მუშაობას დილის 7:00 საათზე დაიწყებენ და საღამოს 20:00
საათზე დაასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები