ქუთაისის საჯარო სკოლებში პროექტ ,,ჩრდილების თეატრის წარმოდგენები
გენდერული თანასწორობის პროპაგანდისათვის" ფარგლებში წარმოდგენების
გამართვა იგეგმება.
მისი ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 10 მარტს 2 390
ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004002)გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
ჩრდილების თეატრის 5 წარმოდგენა 2017 წლის 8 მაისიდან 10 ივნისის
ჩათვლით უნდა გამართოს. ამასთანავე, გამოცდილების
გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის
ჩათვლით მრგვალი მაგიდის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდა და მათი
გენდერული ფუნქციების და როლის სწორი აღქმაა, ქუთაისი მერიის მიერ
შერჩეულ ხუთ საჯარო სკოლაში ჩატარდება.
სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, თითოეული წარმოდგენის
დასრულების შემდეგ დისკუსია უნდა მოეწყოს.
"ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გენდერული თანასწორობის
პროპაგანდისათვის" პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ
ტენდერში წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს
იწურება.
მასალის გამოყენების პირობები