აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შსს
აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
"მემორანდუმი საშუალებას იძლევა, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის
მოხდეს მრავალმხრივი თანამშრომლობა. გაცვლითი პროგრამების,
სტუდენტებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის მხრივ", - განაცხადა
შსს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება
სამართლის კუთხით მომუშავე ლექტორებისა და სტუდენტებისთვის იქნება
საინტერესო.
"ეს შეხვდრა, ზოგადად კეთილი ნების გამოხატვა არის ჩვენი
უნივერსიტეტისადმი. შეთანხმება კი საშუალებას იძლევა ჩატარდეს ღია
ლექციები, იყოს გაცვლითი შეხვედრები, ტრენინგებითაც ვფიქრობ
წაადგება ჩვენს სტუდენტებსაც და ლექტორებსაც", - განმარტა აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე შსს მიერ მომზადებული დოკუმენტური
ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში 1956 წლის 9 მარტის მოვლენების
ოფიციალური ქრონიკა, თვითმხილვევლთა მოგონებები და უნიკალური
ფოტომასალა იყო ნაჩვენები.
მასალის გამოყენების პირობები