ქუთაისის საკრებულომ ქალაქში ცენტრალურ სატადიონისთვის ცნობილი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილებაა მიიღო.
ცენტრალური სტადონი ნარსიას ქუჩაზე მდებარეობს.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საამაყოა.
"გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილება, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ", - განაცხადა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დვალმა.
რამაზ შენგელია "დინამოს" თავდამსხმელი იყო. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც საბჭოთა პერიოდში ორჯერ აღიარეს წლის მოთამაშედ. რამაზ შენგელია 2012 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები