კონკურსი გამოცხადებიდან ერთ თვეში დასრულდება.
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსს ერთ კვირაში გამოაცხადებს.
საკონკურსო პირობებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
"ბოლო ჩასწორება შევიტანეთ პირობებში. სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ ამ დრომდე კონკურსის გამოცხადება. ახლა ყველაფერი დაზუსტებულია და კონკურსს გამოვაცხადებთ ერთ კვირაში", - განმარტა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ. მისი თქმით, კონკურსი გამოცხადებიდან ერთ თვეში დასრულდება.
ქუთაისში ამ დროისთვის 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადაა ამოწურული. კონკურსი სწორედ, ვადაგასულ ხაზებზე ჩატარდება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები