საგაზაფხულო ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში ქუთაისში გამოფენა
გაიმართა.
ნამუშევრები ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში მოეწყო, სადაც
მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა
წარმოადგინეს საკუთარი ნახატები.
"დედა და გაზაფხული" ასე ერქვა გამოფენას, რომელშიც 12-დან 16 წლამდე
მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 28 მოსწავლემ სულ 37 ნამუშევარი
გამოფინა.
„მოვაწყვეთ კვირეული,წარმოდგენილი იყო რამდენიმე ღონისძიება,
თუმცა თემა ყველას ერთი ქონდა - დედა და გაზაფხული", - აღნიშნა
ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა
გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ.
6 მარტს საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში ქუთაისის კულტურის ცენტრში
მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართება. მათთვის
წარმოდგენილი იქნება „ნიღბების თეატრის“ სპექტაკლი „ბერიკაობა“.
7 მარტს სპორტის მუზეუმში მოეწყობა ცნობილ სპორტსმენ ქალებთან
შეხვედრა,სადაც ჩატარდება ლექცია და გადაეცემათ სამახსოვრო
საჩუქრები.
ასევე, 7 მარტს სამ მუსიკალურ სკოლაში გაიმართება კონცერტები, სადაც
გაზაფხულისა და დედის თემაზე შემქნილი კლასიკური ნაწარმოებები
შესრულდება.
მასალის გამოყენების პირობები