ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.  პროტესტის ნიშნად ნიკეას ქუჩაზე აანონსებენ შეკრებას.

პროტეტის ნიშნად არ მუშაობენ #28; #5 მიკროავტობუსი და ავტობუსი, #20 და #11 მიკროსაავტობუსო ხაზის მძღილები. 

შპს "სამგზავრო 2007"-ის წარმომადგნელის, ალეკო დავალიშვილის განმარტებით, მათ მძღოლების   გაფიცვის შესახებ ინფორამაცია აქვთ. თუმცა, განმარტავს, რომ მათი გადამზიდავი კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ხაზების მძღოლები ამდროისთვის მუშაობენ.

"ვიცით, რომ შესაძლოა გაიფიცონ, მაგრამ არა მგონია ამას მასშტაბური სახე ქონდეს. ჩვენ არ გვინდა რომ მგზავრობის ფასმა მოიმატოს", - განმარტავს ჩვენთან საუბარში დვალიშვილი.

ქუთაისში  საქალაქო ტრანსპორტის ტარიფის შესაძლო მომატებას პილიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები აანონსებდნენ.

"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური პარტიები აწარმოებენ", – ასე უპასუხოს მაშინ პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, ტარიფის შეასაძლო გაზრდაზე  მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში.

ქუთაისში საქალაქო ავტობუსზე მგზავრობის ღირებულება 0.30 ლარს, ხოლო მიკროავტობუსებზე 0.40 - 0.50 ლარს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.