რუსთავი
2-მა მაუწყებლობა განაახლა. ტელეკომპნიამ 15:00 საათზე რუსთაველის
მოედნიდან,პირდაპირი ჩართვა განახორციელა,
სადაც ამ წუთებში ტელეკომპანიის მხარადამჭერი აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის მეოდანზე შეკრებილ
საზოგადოებას რუსთავი 2-ის ჟურნალსიტებმა მიმართეს და სიტყვის
თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს.
რუსთავი 2-მა მაუწყბელობა დროებით, მიმდინარე წლის 17 თებერვალს,
23:00 საათზე, პროტესტის
ნიშნად შეაჩერა.
"გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს
არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ
მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი
დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან უფრო ზუსტად
კი ამ წუთიდან რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას
გელოდებით კვირას სამის ნახევარზე რუსთაველზე პარლამენტის შენობის
წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება,"- განცხადება
კურიერის სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის პირველმა
მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები