საპოლიციო კონტროლის დროს, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის- 17,
ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მათივე
ცნობით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი მიმდინარე წლის 14-15
თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
შსს აცხადებს, რომ საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ
სისხლის სამართლის 78 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორისაა:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
(სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) –
23 ფაქტი;
სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 1 ფაქტი;
ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ
შორის:
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 2 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 19 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე
და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.
სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას,
უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი
იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:
5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3
სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და
სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული
საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სპეციალური საპოლიციო
კონტროლი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები