ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატის სასამართლო პროცესი 30 მარტს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმის და მათი მეგობრის სასამართლო პროცესი 30 მარტს 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებას ითვალისწინებდა, სააპელაციო სასამართლოს არ დააკმაყოფილა.

"მიმდინარეობს გამოძიება, ვნახოთ ეს რას  მოგვცემს, რა მტკიცებულებებს შეაგროვებს პროკურატურა და  ჩვენ რას შევაგროვებთ", - ამბობს ლაშა გვენეტაძის  ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი.

საკრებულოს დეპუტატს, მის ძმას და  მეგობარს მამის საფლავის შესაძლო მძარველის ცემა ედებათ ბრალად, რის გამოც ისინი პროკურატურამ დააკავა

ქუთაისის საქალაქო სასამრთლომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ასევე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც" ხელმძღვანელობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა



"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე


აკრებულოს დეპუტატის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.