ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ავღანეთში
მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით
შეამკეს.
დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი
დახმარება გადასცა.
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს
დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება
ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები