ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს სამედიცინეო გამოკვლევები
ჩაუტარდებათ.
პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის ქუთაისის მერია მიმდინარე წლის 25
თებერვალს 35 000 ლარის ღირებულების ტენდერი (
SPA170002837)
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაცის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
ქუთაისის 38 საჯარო და 11 კერძო სკოლა ში I, II, III, IV, და VII
კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა და პათოლოგიების
გამოვლენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების
წერილობითი ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.
ასევე , I და III კლასის მოსწავლები ექიმმა ორთოპედმა და ქირურგმა -
სქოლიოზის და მასთან დაკავშირებული დაავადებების, თიაქარის,
კრიპტორხიზმის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების გამოვლენის
მიზნით უნდა გამოიკვლიოს (5791 მოსწავლე).
ექიმმა-ოფთალმოლოგმა რეფრაქციასთან დაკავშირებული პრობლემების
გამოვლენის მიზნით სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება II და IV
კლასის მოსწავლეებს უნდა ჩაუტაროს (4860 მოსწავლე).
დ) ექიმმა-ენდოკრინოლოგმა VII კლასის მოსწავლეთა ფარისებრი ჯირკვლის
პალპატორული გასინჯვა და პალპატორული გასინჯვით გამოვლენილი
დარღვევების (რაოდენობა დაუზუსტებელია) შემთხვევაში, ადგილზე
(სკოლაში) დიაგნოსტირების ჩატარება, ფარისებრი ჯირკვლის
ულტრასონოგრაფიული და დოპლეროგრაფიული კვლევების კუთხით უნდა
განახორციელოს.
პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში
წინადადების მიღება 2017 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 21
თებერვლამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები