ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ბენზინგასამართი სადგურის
მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, ობიექტი საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა, რაც
მათ საფრთხელ უქმნის.
"ადრე გაზგასამართი სადგური იყო ამ ადგილზე და აფეთქდა. შემდეგ გაზის
მანქანა დააყენეს და გაზმა გაჟონა, დავიწამლეთ მოსახლეობა. ახლა
ბენზინგასამართ სადგურს გვიშენებენ და ისევ საფრთხეში ვართ" - ამბობენ
ადგილობრივები.
მოსახლეობა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
აქციას უბნის მაჟორიტარი შეუერთდა. ნატო ქათამაძის ინფორმაციით,
მერიამ ნებართვა უკანონოდ გასცა, რადგან საკრებულოს დადგენილებით,
მეორე ზონაში მსგავსი ტიპის მშენებლობა იკრძალება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კანონი არ ირღვევა, რადგან
მშენებლობა მესამე ზონაში მიმდინარეობს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნატო ქათამაძე
არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები