"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი
წულიას განცხადებით, ხეები, რომლებსაც ფესვების
ნაწილი გადაუჭრესადამიანის სიცოცხლისთვის
საფრთხის შემცველია.
"საკითხის შესასწავლად გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს
მივმართე. მათ მიმართეს მერიას, საიდანაც უპასუხეს, რომ ხეებს
სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ფესვები არ დაჭრია და ის არც საფრთხეს
წარმოადგენს. ვითხოვ კიდევ ერთხელ შეისწავლოს მერიამ ეს საკითხი.
ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას", - აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიაში განმარატვენ, რომ ასათიანის ქუჩაზე არსებულ ხეებს
ფესვების ნაწილი სანიაღვრე სისტემის გაყვანის მიზნით დააჭრეს. თუმცა,
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ის საფრთხის
შემცველი არ არის.
"აუცილებელია, რომ გზას ჰქონდეს ღვარსადენი. მოხდა ხეებთან შეხება.
მაგრამ არ მომხდარა ძირითადი ფესვის დაზიანება. მხოლოდ ფუნჯა ფესვები
დაეჭრა ხეს. ეს კი საშიში არ არის", - განმარტავს ქუთაისის მერიის
გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსის მოვალების
შემსრულებელი, ნატო ბურჯალიანი.
გარემოს ზედამხედველობის სააგენტოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მათ
მიერ მოხდა ხეების შესწავლა და ფუნჯა ფესვების დაჭრილის გამო ხეებს
სასიცოხლო დაზიანება არ აქვს. სააგენტოში განმარტავენ, რომ
ფესვებგადაჭრილი ხეები არც ადამინისთვის არის საფრთხის
შემცველი.
ქუთაისში, ასათიანი ქუჩაზე წყლის სისტემის სარებილიტაციო სამუშაობი
მიმდინარებს, რომელსაც წყალმომარეგების კომპანიის დაქვემდებარებაში
მყოფი თურქული კომპანია SMK ახორციელებს.
გოგი წულაია – ქუთაისის მერიამ 140 ხეს ფესვები გადაუჭრა
მასალის გამოყენების პირობები