ახალი ამბები
ომბუდსმენი სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს
FaceBook

2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სხვა შესაძლო დარღვევის ფაქტები გახდა.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გ.გ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაკავებისას და შემდგომ, იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

"აღნიშნულ გარემოებას მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც ადასტურებენ.

დაკავების ოქმის ჩანაწერით, გ.გ.-ს დაკავების დროს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო დროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, იზოლატორში შესახლების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში, გ.გ.-ს ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.

გ.გ-ს და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების განმარტებით, გ.გ. დააკავეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ბრალდებულის დაკავების დროდ მითითებულია 11 ნოემბერი, 01:15 საათი. გარდა ამისა, ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროდ დაფიქსირებულია 10 ნოემბერი, 20:40 საათი.

აღნიშნული გარემოებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ.გ.-ს დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ვარაუდს ბადებს, რაც გამოძიების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი", - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე 3 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.