საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაზე
კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე წლის 2
თებერვალს შედგება.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და
საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო
მიმოსვლას მხარი 2017 წლის 12 იანვარს დაუჭირა. საქართველოს
ვიზალიბერალიზაციას მხარი კომიტეტის 45–დან 42–მა დეპუტატმა დაუჭირა,
2 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.
2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების
კომიტეტმა (ჩორეპერ) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ
ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის
ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
მასალის გამოყენების პირობები