ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით ავიარეისი მიმდინარე წლის
30 იანვარს, 16:35 საათზე შესრულდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული
რეისი გუშინ დიდთოვლობის გამო გადაიდო.
მგზავრები კი სასტუმროში გადაიყვანეს.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს 08:12 საათზე ბერლინის
მიმართულებით ფრენა უპრობლემოდ განხორციელდა.
ქუთაისში გუშინ, ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა.
მასალის გამოყენების პირობები