ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი
შეწყდა.
ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ
#24-ე და #35-ე ფილიალებში აღსაზრდელები უამინდობის მიზეზით არ
გამოცხადდნენ.
გაერთიანების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქალაქის საბავშვო ბაღების
სხვა ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან სასწავლო პროცესის შეფერხების
მიზეზი არ არსებობს.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.
რაც შეეხება, საჯარო სკოლებს, ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ დროითვის საჯარო
სკოლებში მოსწავლეთა ნახევარი გამოცხადდა, რის შესახებაც განათლების
სამინიტროს აცნობებენ.
მასალის გამოყენების პირობები