სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო
მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ერთმანეთს აღმოსავლეთიდან
დასავლეთისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსტი და საპირისპირო მიმართულებით
მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც
რამდენიმე მგზავრმა დაზიანებები მიიღო. შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის
კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები