ქუთაისის საკრებულოს რიგით 29-ე სხდომაზე ქალაქის ცენტრში
"მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხი მწვავე განხილვის საგანი
გახდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები შეეცადნენ ქალაქის მერისა და საკრებულოს
დეპუტატებისთვის აეხსნათ თუ რატომ არ უნდა აშენდეს აღნიშნული ობიექტი
ცენტრალურ მოედანზე.
სხდომაზე "მაკდონალდსის" მშენებლობა გააპროტესტა ქუთაისის ყოფილმა
მერმა და არქიტექტორმა, დავით მელქაძემ.
მისი განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე ობიექტის მშენებლობა
არქიტექტურულად გაუმართლებელია.
"ის, რაც გაკრულია ბანერზე, ბოდიში, ბატონო შოთა, მაგრამ ეს შენობა არ
უნდა აშენდეს. საკითხი არ დგას სწორად. "მაკდონალდსის" ობიექტის
განთავსება ისე, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, დამერწმუნეთ არ
შეიძლება. იურიდიულად ამის დასაბუთება შეიძლება, რომელიც დანაშაულია.
ყველა ტერიტორიას თავისი ფუნქცია გააჩნია. ყველგან ყველაფრის დასმა არ
შეიძლება. მე რომ ვაპროექტებდე და ისედაც ვფიქრობ, გაცილებით მეტი
კლიენტურა ეყოლებოდა ნიკეას ქუჩაზე და იქ გავაკეთებდი. აქ ითქვა, რომ
ყოფილან უცხოელი არქიტექტორები. ძალიან დიდი ბოდიში, ბატონო შოთა, დიდ
პატივს გცემთ, მაგრამ ვინ დახვდათ იმათ ", - განაცხადა საკრებულოს
სხდომაზე ყოფილმა მერმა.
დავით მელქაძემ "მაკდონალდსის" მშენებლობა პარლამენტის შენობის
დაპროექტების საკითხს შეადარა.
მისი განმარტებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა უცხოელმა
არქიტექტორებმა ჯერ დაპროექტეს და შემდეგ ნახეს ადგილი, სადაც უნდა
აშენებულიყო
პარლამენტი, რის გამოც, მექლაძის თქმით, მათ ბოდიში მოიხადეს.
"ამიტომაც ჯერ ადგილს უნდა შესწავლა, შერჩევა და შემდეგ დაპროექტება",
- აღნიშნა ყოფილმა მერმა და არქიტექტორმა, დავით მელქაძემ.
მასალის გამოყენების პირობები