ახალი ამბები
16-17 იანვარს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად 64 ადამიანი დააკავეს
FaceBook

2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით 129 დანაშაული გამოვლინდა.


პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.

აქედან, ყველაზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 63 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი, ქურდობის 15, ასევე, ოჯახში ძალადობის 3, ძალადობის კი 4 ფაქტი გამოვლინდა.

შსს მიერ განხორცილებეული საპოლიციო კონროლის დროს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 19 ფაქტი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების – 2 ფაქტი გამოვლინდა.

დაფიქსირდა, ასევე, ხულიგნობის 2 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 24, ცივი იარაღის ტარების 43, ხოლო ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 45 ფაქტი.

პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.

სამართლდამცველებმა, ასევე, ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.