ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის ე.წ ორმოული შეკეთებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 501 987 ლარი დაიხარჯება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეასრულოს.
ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის ორმოული შეკეთების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 თებერვალს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ორმოული შეკეთება უნდა განხორციელდეს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები