უნივერსიტეტის შეცვლის მსურველებისთვის 2016-2017 სასწავლო წლის
გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა.
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად
სტუდენტთა ადგილების რეგისტრაცია 2017 წლის 10 იანვრიდან
დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა
ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაცია 2017 წლის 20 იანვრიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე
უნდა გაიარონ.
უნივერსიტეტის შეცვლისთვის კანდიდატებმა მიმდინარე წლის 7 თებერვლიდაბ
16 თებერვლის ჩათვლით სასწავლო დაწესებულებებში უნდა წარადგინონ :
განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, ჩარიცხვის ბრაძანება , კურსიდან
კურსზე გადასვლის ბრძანება, გადარცხვა– ამორიცხვის ბრძანება, სასწავლო
ბარათი და ატესტატი.
მასალის გამოყენების პირობები