ახალი ამბები
მსოფლიოს უცნაური საახალწლო ტრადიციები
FaceBook
ერთ–ერთი ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციით ჩილეს მცხოვრებლები გამოირჩევიან.

ისინი ახალი წლის ღამეს სასაფლაოზე ხვდებიან.კერძოდ, ქალაქ ტალკაში, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ისინი ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავებთან მიდიან და ასე ელოდებიან ახალი წლის მოსვლას.

ბელგიაში
კი ახალი წლის ღამეს სახლში 3 წუთით აქრობენ შუქს, რა დროსაც მათ სურვილები უნდა ჩაიფიქრონ.

შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს არც ერთ სახლში არ ქვრება შუქი. ისინი ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და ქუჩებში აგორავებენ. ამ ტრადიციით ისინი ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ეპატიჟებიან ახალს. შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს ხოგმანს უწოდებენ და განსაკუთრებულად სჯერათ მეკვლის. მათი აზით, წარმატება და ბედნიერება ოჯახში უფრო მეტად შავგვრემან მეკვლეს მოაქვს.

ეკვადორში ახალ წელს ძველი მოგონებების დაწვით ხვდებიან. ისინი წვავენ ყველაფერს, სადაც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული.

მხიარული და ფერადი ახალი წელი აქვთ მექსიკაში. აქ ახალ წელს ფერადი ტრუსებით ხვდებიან, რომლებსაც ისინი იცვამენ, ვისაც მომავალ წელს საბედოს პოვნა სურს. ყვითელი ტურსებით ახალი წლის შეხვედრა კი მექსიკაში ბედნიერი წლის სიმბოლოა.

ბოლივიაში კი სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომისთანავე სასწრაფოდ გამოიცვლიან ტრუსებს, უკეთესი წელი ექნებათ.

ყველასთვის ცნობილი ტრადიცია აქვთ იტალიელებს. ახალი წლის ღამეს ისინი სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს. ისინი თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციის მიხედვით, პატარა იტალიელები საჩუქრებს ქალი "თოვლის ბაბუისგან" ელოდებიან, თუმცა, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად "ლა ბეფანა", რომელიც საჩუქრებს 7 იანვარს არიგებს და არა 31 დეკემბერს.

ფრანგები საფრანგეთის რევოლუციის დროს ახალ წელს 22 სექტემებერს– რესპუბლიკის დაარსების დღეს აღნიშნავდნენ.
შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური– რაც ფრანგებისთვის მხიარულებისა და დროსტარების სიმბოლოა.

ესპანეთში ყურძენი ხვავისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ამიტომ, ტრადიციის თანახმად საახალწლო ღამეს ესპანეთში საათის ყოველ დარტყმასთან ერთად მიირთმევენ ყურძენს და თან სურვილსაც ჩაიფიქრებენ.

უცნაური საახალწლო ტრადიცია აქვთ გერმანელებსა და ავტრიელებს.

ისინი ახალ წელს ზედმიწევნით იცავენ ე.წ. "ტყვიის ჩამოსხმის," ტრადიციას, რომელსაც მათი  რწმენით, წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. ისინი ტყვიის ნაჭერს ადნობენ და წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაციებული ტყვია, დაადგენენ თუ რა მოხდება შემდეგ წელს.
მათ სწამთ, რომ თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო, ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ ღუზა გასაჭირს, ხოლო თუ ტყვიისგან ჯვრის ფორმა გამოისახა–სიკდილს.

დანიაში მეგობრები ერთმანეთს სახლის შესასვლელ კართან ძველ საჭმელს უყრიან. ეს მათი ტრადიციის ნაწილია და არავის უკვირს, როდესაც სახლის წინ ბევრი გამოუსადეგარი საჭმელი ხვდება.

ირლანდიაში ახალი წლის ღამეს ნებისმიერი სტუმრისთვის იღება სახლის კარი. ირლანდიელებისთვის ეს ტრადიცია ბარაქასთან და სტუმართმოყვარეობასთან ასოცირდება.

კუბაში ახალი წლის დადგომამდე სახლში ყველა ჭურჭელს ავსებენ წყლით, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ დაგროვილ წყალს ქუჩაში ღვრიან.

ყველზე ხმაურიანი ახალი წელი პანამაში დგება. ამ დღეს პანამის ქუჩებში მანქანების საყვირის ხმა და ადამინების ყვირილი ისმის.

პანამელებს სჯერათ, რომ ამ გზით ავ სულებს დააფრთხობენ.

ქუჩაში ხვდება ახალ წელს ინგლისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუმცა, არა ხმაურით, არამედ ბიგ–ბენის ზარების რეკვის ფონზე.

ჩინეთში კი ახალი წელი ტრადიციულად ღარიბების დღესასწაულად ცხადდება. ძველი ტრადიციის მიხედვით, ღარიბებს ამ დღეს შეეძლოთ ნებისმიერ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი შესულიყვნენ და ამოერჩიათ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ჩინეთი ცნობილია თავისი თვალწარმტაცი საახალწლოდ მორთული ქუჩებით, სადაც ტრადიციული მსვლელობები ეწყობა.

ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8–ჯერ ხვდებიან. ამ დღეს ინდოელები მზის ამოსვლასთან ერთად დგებიან და სადღესასწაულოდ ეწყობიან.

ეთიოპიაში კი ახალი წელი 11 სექტემბერს დგება. ამ დღეს ეწყობა ღონისძიებები და სახალისო შეჯიბრებები, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ცეცხლზე ხტომა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ "ჭიაკოკონობას".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.