შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით,
საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა.
მისივე თქმით, 122 შეწყალებული პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებას
დღესვე დატოვებს, 53 -ს კი სასჯელი შეუმცრდა.
ქორიძის განცხადებით, შეწყალებულებს შორი 14 ქალია, რომელთაგან 12
დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი
შეუმცირდა.
შეწყალების კომისიამ მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის
ჩათვლით 1142 პირის საქმე განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები