იმერეთის დაბლობში თოვლის საფარმა 40 სმ–ს გადააჭარბა, ხოლო მაღალ
მთაში 60–70 სმ–ს მიაღწია.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სოფლებში, ასევე,
შიდასაუბნო გზებზეც.
ინტენსიურმა თოვამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც
იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია 1700 აბონენტს არ მიეწოდება.
თოვლმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც. ქალაქის რამდენიმე უბანში თოვლის
მაღალი საფარის გამო
საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში დღეიდან ნალექი
შეწყდება,
თუმცა ყინვა გაგრძელდება.
23 დეკემბრიდან კი, დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები